თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 367 ზარი შევიდა

30 აგვისტო 2023, 14:19 630 ნახვა

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან დედაქალაქში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანში. დატბორილი ქუჩები, სახლები,    რამდენიმე საათის განმავლობაში კი მოსახლეობა უწყლოდ და უშუქოდ იყო.  

"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კოლექტორები გამართულად მუშაობს და  მისი თქმით ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში ტერიტორიები მთლიანად იყო გაწმენდილი. 

დავით ფაჩულიას განცხადებითვე, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე მიმღებები სხვადასხვა ნარჩენებით გადაიფარა, რამაც კოლექტორებს წყლის ნაკადის გატარების შესაძლებლობა არ მისცა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი