გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

30 აგვისტო 2023, 12:16 905 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელია.

22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2028-წლამდე გააფორმა.

გიორგი "მეცის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდა. "მეცმა“ გიორგის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება.

"აიაქსი" გიორგის ტრანსფერს სოციალურ ქსელში ქართულად გამოეხმაურა: "დილა მშვიდობისა". 

ნიდერლანდების ჩემპიონატში "აიაქსი" 3 სექტემბერს "სიტარს" ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი