ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.
ჰენანის პროვინციაში დასახლებული პუქტები დაიტბორა და წყლის დონემ ერთ მეტრს დაგააჭარბა. ჰუბეის პროვინციის ქალაქ იდუში გამოცხადდა განგაშის წითელი დონე. ეს ყველაზე მკაცრი გაფრთხილებაა ჩინეთის ოთხსაფეხურიანი განგაშის სისტემით. წყალდიდობაა ესპანეთშიც. ბალეარის კუნძულების ნაწილი კოკისპირული წვიმების შედეგად დაიტბორა.
მალიორკის პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა ძლიერი ქარის გამო საკრუიზო გემი ბენზინის ტანკერს დაეჯახა. კარიბის ზღვაში წარმოქმნილი ტროპიკული ქარიშხალი იდალია ფლორიდას ემუქრება. იგი საათში 65 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში გაორმაგებული სიმძლავრით ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდება.
ქარიშხალი ამჟამად იუკატანის ნახევარკუნძულზე მძვინვარებს.