ვითარება სტიქიის ზონაში

24 აგვისტო 2023, 15:04 510 ნახვა

სტიქიის ზონაში დაღუპული კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოთხი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 მოქალაქე არის ნაპოვნი, აქედან 28 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოთხი ადამიანის საძიებო სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამიშაოები გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტასა და გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

ამასთან, როგორც ონის მერმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში ნაპირგამაგრებითი და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი