პარტია "დროას“ ბრიფინგი  

24 აგვისტო 2023, 14:05 652 ნახვა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა პარტია "დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა. მისი განცხადებით, სამარცხვინო იყო პასუხი რომელიც ხელისუფლებამ გასცა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, რომლის მიზანსაც ხალხის დაშინება წარმოადგენდა. 

''დროას'' ლიდერმა  აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის ლიდერები ერთ ხმაში საუბრობენ. მედვედევის განცხადებაში საუბარი იყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეის განხორციელებაზე იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

პარტიის ბრიფინგზე ისაუბრეს ასევე ელენე ხოშტარიას დედის მიერ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ  შეძენილ ბინაზე. თანხა,  როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულია.

როგორც პარტია ''დროას'' მდივანმა აღნიშნა, ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილი რომ გააშავონ და ხელი შეუშალონ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი