კიევში დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ჩავიდა

23 აგვისტო 2023, 11:08 595 ნახვა

ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას 245 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს საექსპორტო დაფინანსების შეთანხმების ფარგლებში, რათა შეიძინოს ბირთვული საწვავი მწარმოებლებისგან, მათ შორის ბრიტანული კომპანიებისგან. ამის შესახებ  ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

უკრაინის ენერგეტიკული სისტემა სერიოზულად დაზიანდა რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, რის გამოც ქვეყანა  უფრო დამოკიდებული გახდა მის მოძველებულ ატომურ ელექტროსადგურებზე.    

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მიმწოდებელი ბრიტანული ბირთვული საწვავის კონსორციუმი ურენკო იქნება.

შაპსი ასევე ეწვია იმ უკრაინელი ბიჭის საბავშვო ბაღს, რომლის ოჯახი მან   ომის დასაწყისში კიევიდან გაქცევის შემდეგ შეიფარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი