მუსიკის ფესტივალი აჭარის რადიოსთან

22 აგვისტო 2023, 19:42 1025 ნახვა

„მუსიკა ბათუმიდან“ - ასე ჰქვია რადიო ფესტივალს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის რადიოს“ წინ ამ წუთებში მიმდინარეობს- მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მაყურებელი დღეს ვაჟა ტუღუშს უსმენს,  ფესტივალი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიების ორგანიზატორი კონკურში გამარჯვებული „რადიო აჭარის“ დილის წამყვანების მიერ დაფუძნებული კომპანია „არტ-რადარია“. მუსიკალური ნომრები „რადიო აჭარის“ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104.5-ზეც გადაიცემა 45 წუთის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში