ჯო ბაიდენი ჰავაიზე ჩავიდა

22 აგვისტო 2023, 14:01 526 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჰავაის კუნძულებზე ჩავიდა, სადაც 9 აგვისტოს დაწყებულ ხანძარს, ბოლო მონაცემებით 114 ადამიანი ემსხვერპლა და 850 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ბაიდენი „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაგვიანებული მოქმედებისთვის გააკრიტიკა. ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი უთქვამს და დელავერის შტატში აგარაკზე იმყოფებოდა. ჯო ბაიდენი ხანძრისგან დაზარალებული კუნძულის, მაუის მოსახლეობას ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა. 

ჰავაიზე წელს მომხდარი ხანძარი ყველაზე ძლიერ ხანძრად ითვლება აშშ-ში ბოლო 100 წლის განმავლობაში და ეს ყველაზე გამანადგურებელი სტიქიური უბედურებაა ჰავაის ისტორიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი