ქობულეთში ავტომობილი მოპედს დაეჯახა - არიან დაშავებულები

22 აგვისტო 2023, 14:39 700 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ავარია მოხდა. მოპედით მოძრავ ორ ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უკვე ჩაუტარდათ.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. გზის სავალი ნაწილის ნახევარი გადაკეტილია.

 

მასალა განახლებადია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში