რუსული კოსმოსური ხომალდი „ლუნა 25“ მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა 

20 აგვისტო 2023, 20:03 774 ნახვა

რუსული უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ლუნა-25“ მთვარის ზედაპირს შეეჯახა. გავრცელებული ცნობით ხომალდმა კონტროლი დაკარგა. ბოლო 50 წლის განმავლობაში კი ეს რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე.

მისიის მიზანი მთვარეზე დაშვებიდან მომდევნო 1 წლით მუშაობა და სხვა სადგურების დასაფრენად მომზადება იყო. „როსკოსმოსმა“ მარცხამდე 1 საათით ადრე დაადასტურა ხომალდთან კონტაქტის დაკარგვა.

სააგენტოს განცხადებით, მისიის წარუმატებლობის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი