ბათუმის მუსიკალურ ცენტრში სამბას მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. საღამო რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც მაყურებლის წინაშე მუსიკოს შემსრულებელი ქეთი ფარესაშვილი წარსდგა, მოგვიანებით კი სცენა ბრაზილიელმა შემსრულებლებმა დაიკავეს.
„სამბას მუსიკალურმა ფესტივალმა„ საქართველოს კულტურის ცენტრისა და „სამბა პროექტ ჯორჯიას“-ს ორგანიზებით საქართველოში პირველად აიღო სტარტი, რომლის პარტნიორია საქართველოს განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია და ბრაზილიის საელჩო.