ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
ტრადიციული დოღი ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის და საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, რომლის მიზანიც ბახმაროს პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.
ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს ეს დღის მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი, გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.