გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა

19 აგვისტო 2023, 10:41 783 ნახვა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშებაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის მეორე ტურში "მეციმ" შინ "მარსელი" მიიღო და ფრედ 2-2 ეთამაშა.

გიორგიმ 71-ე წუთზე მოახერხა გატანა და მატჩის განმავლობაშიც გამორჩეული იყო.

მიუხედავად იმისა რომ ''მეცი'' 58-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, მაინც მოახერხა ფავოროტ ''მარსელთან'' მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება.
შემდეგ ტურში "მეცი" 27 აგვისტოს "კლერმონის"  წინააღმდეგ გასვლაზე ითამაშებს.

გია გურულის შემდეგ მიქაუტაძე მეორე ქართველია, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გოლი გაიტანა.

ორი თამაშის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა არის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი