უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ყაზბეგში

18 აგვისტო 2023, 12:08 600 ნახვა

დაბა სტეფანწმინდაში და გერგეთში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა ხევმა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დატბორილია რამდენიმე სახლი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მეწყერს ადგილი არ ჰქონია და შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები შესრულდა.

სათანადო ღონისძიებები მობილიზებული ტექნიკის საშუალებით გატარდა, გერგეტში მდებარე კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით,  მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი