გამარჯვებული “სელფი მობაილი”

17 აგვისტო 2023, 11:30 598 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად “სელფი მობაილი” გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიას 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

ComCom-ის მიერ დადგენილი პირობების მიხედვით, “სელფი მობაილს” აღნიშნული სიხშირული რესურსით სარგებლობის მოპოვებისთვის გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი დაუშვას, რისთვისაც მან დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და გადასახდელმა თანხამ სულ 2 657 445 ლარი შეადგინა.

აუქციონის წესების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოსაპოვებლად ოპერატორს განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი