საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, – ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლენილი იქნა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები)“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.