რა მოხდა შოვში და რამდენად დროული იყო სახელმწიფოს რეაგირება - ამ ორ კითხვაზე პასუხების მიღებას ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს და შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებას მოითხოვენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ამისთვის ჯერ საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავთ.