ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 93 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.
ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა