ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება

11 აგვისტო 2023, 16:25 719 ნახვა

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მალე, 50 000-ზე მეტი პაციენტი სამედიცინო მომსახურების მიღებას თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებული შენობის გაფართოების და ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

"ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ სერვისებს მიაწოდებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის განხორციელებით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად, ბათუმში, ჟიული შარტავას 13-ში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მომზადება მიმწოდებელმა, არაუმეტეს 110 კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. წინადადების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი