რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ, ხდება მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა - ქარსელაძე

11 აგვისტო 2023, 14:51 729 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება და ცილისწამება ვრცელდება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელი, დაუშვებელია, როცა შოვის სტიქიის პარალელურად, რიკოთის საკითხით ხალხის შეშინება და დაძაბვა ხდება.

"გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტუიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ და თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს, ამ საკითხის განსახილველად სხვა ფორმატი შევარჩიოთ. ამ ფორმატში საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია. ყველაზე მიუღებელია, რომ ხდება მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება. ყველა ერთად განვიცდით რაც შოვში ხდება და ამ ფონზე ასეთი ქმედება ნამდვილად მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ, დღეს, 06:00 საათზე შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. თქვენ შეგეძლებათ კითხვების დასმა. აუცილებლად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და მოგაწვდით, რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილისწამება და ყველა სხვა დეტალი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი