ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძარს ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. გუბერნატორის განცხადებით, განადგურებულია 1700-მდე შენობა და ისტორიული ქალაქის ლაჰაინას 80%. ჰავაის ისტორიაში, აღნიშნულ ხანძარს ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს გუბერნატორი და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის ზრდა. კუნძულიდან ამ დროისთვის ევაკუირებულია 11 ათასზე მეტი ადამიანი.