სამძებრო სამუშაოები შოვში

10 აგვისტო 2023, 14:53 571 ნახვა

სტიქიური უბედურების ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ე.წ.კოტეჯების ტერიტორიაზე მუშაობენ,სადაც,არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიწის ქვეშ ყველაზე მეტი ადამიანი მოექცა. სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გლოლაშიც, სადაც ცხედრების გამორიყვის შანსი არსებობს. დილიდან მდინარის კალაპოტიდან ამოღებულია ათობით ავტომობილი და ნივთები,თუმცა დაკარგულები ჯერ ვერ იპოვეს. გუშინ მაშველებმა  კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ერთი მოზარდია.ეძებენ კიდევ 12 ადამიანს. სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული.მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი, თემო სალუქვაძე გაგვაცნობს ახლანდელ ვითარებას პირდაპირ ეთერში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი