პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

09 აგვისტო 2023, 14:21 375 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Yandex Go კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ FSB მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი, რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ეფესბეს“ „იანდექსის“ ბაზაზე სრული წვდომა ექნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი