აკუსტიკური ხმაურის ნორმის გადაჭარბების 55 ფაქტი

09 აგვისტო 2023, 14:54 1008 ნახვა

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ხმაურის მონიტორინგზე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯგუფები დაამატა. ხმაურის აკუსტიკის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში 3 ჯგუფი ახორციელებს. ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე, მუნიციპალური ინსპექციის ცხელ ხაზზე  ამ დრომდე 117 შეტყობინება დაფიქსირდა, აქედან 55 სამართალდარღვევა გამოვლინდა, რაზედაც შესაბამისი ოქმები დაიწერა.  მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ ძირითადად დარღვევები ბულვარის ტერიტორიასა და ძველ ბათუმში არსებულ კაფე- ბარებში ფიქსირდება. რაც შეეხება ღამის საათებში, ფოიერვერკებით გამოწვეულ ხმაურს. ობიექტს ინსპექცია  იმ შემთხვევაში დააჯარიმებს, თუკი ფაქტს მონიტორინგსი ჯგუფი თავად დააფიქსირებს ან  მისი ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა არსებობს. ხმაურის გადაჭარბების შემთხვევაში მოქალაქებამ უნდა დარეკონ ნომერზე 598 85 15 20.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში