მაჭახლის ხეობაში ენერგოგანახლებადი სისტემა დაინერგება

09 აგვისტო 2023, 14:53 786 ნახვა

რამდენიმე თვეში მაჭახლის ხეობაში  ენერგოგანახლებადი სისტემა დაინერგება. გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტით დამონიტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე  წყლის 200 გამათბობელი და ასევე მზის 75 პანელი, რომელიც ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.  პროგრამას იაპონიის მთავრობა აფინანსებს და მისი მიზანი განახლებადი ენერგიით ტყის რესურსის შენარჩუნება და მდგრადი განვითარებაა.  ოჯახებს სპეციალური კომისია შეარჩევს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საცხოვრებელი სახლის მდებარეობაა, მზის ხედვის არეა. განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია და თვის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის  მხარდამჭერი და  განმახორციელებელი აგროსსერვისცენტრია.  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  განაცხადების მიღების ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ორი კვირით გახანგრძლივდეს. მაჭახლის ისტორიული ხეობა უკვე გამოცხადდა დაცულ ლანდშაფტად, აქვს ეროვნული პარკი და მოეწყობა ეთნოსოფელი. შესაბამისად ტყის რესურსის მართვას და განახლებად ენერგიას ხეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს პროექტს იაპონიის მთავრობა კიდევ 22 ქვეყანაში ახორციელებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი