რომის პაპი საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება

09 აგვისტო 2023, 14:51 916 ნახვა

რომის პაპი საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება. მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს. „ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით, მოხალისეებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი