ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დენის კაბელს ცეცხლი გაუჩნდა - 30 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

08 აგვისტო 2023, 21:40 865 ნახვა

ბათუმში 26 მაისის ქუჩის 30 ნომერში ელექტრო სატრანსპორმატორო ყუთთან ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდა, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 30 აბონენტს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ქუჩაზე სადენების დაზიანების პრობლემა ხშირია და ელექტროენერგისს დროულად აღდგენას მოითხოვენ.

კომპანია "ენერგო-პრო-ჯორჯიაში" განმარტავენ ,რომ აღნიშნული ტერიტორიაზე დღეს მიწის ქვეშა სადენი დაზიანდა , რომლის აღდგენის სირთულის გამო აბონენტებს ელექტროენერგია ალტერნატიული საჰაერო სადენით მიაწოდეს. სწორედ აღნიშნულ დროებით სანდენს გაუჩნდა ცეცხლი, რის მიზეზიც კომპანიის განმარტებით მაღალი დატვირთვა იყო. ენერგო-პრო- ჯორჯიაში აცხადებენ, რომ აბონენტების ძირითად ნაწილს დენის მიწოდება უკვე აღუდგა , დარჩენილ 30 ოჯახს კი ელექტროენერგიის მიწოდება ხვალ დილით უნდა აღუდგეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი