რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას მიაგეს პატივი ქედაში. ადგილობრივებმა, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ასევე ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს საფლავი ყვავილებით შეამკეს და მისი თავდადება გაიხსენეს. უმცროსი სერჟანტი 28 წლის ასაკში, სოფელ ყელქცეულში დაიღუპა, იგი სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს ემსხვერპლა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.ის დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.