წითელი ჯვრის ორგანიზაცია ტრაგედიის ადგილზე

06 აგვისტო 2023, 15:03 588 ნახვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები შოვში დაზარალებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ. მათ შორის არის პირველადი დახმარების ნივთები და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა. სტიქიის ზონაში მოწყობილია წითელი ჯვრის საზოგადოების პუნქტები, სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ მისვლა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში მიღებული მცირე ჭრილობის შემთხვევაშიც კი უნდა მიმართონ დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს, რომელიც დამეწყრილ ზონასთან არის განთავსებული. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი