მოხალისეები შოვში

06 აგვისტო 2023, 15:01 498 ნახვა

​შოვში მომხდარი ტრაგედიის პირველივე დღიდან ადგილზე მუშაობენ მოხალისეებიც. რომლებიც სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით იღებენ მონაწილეობას. ადგილზე არიან მოქალაქეები, რომლებიც დახმარებას დრონებით ცდილობენ, მას შემდეგ რაც ამის საშუალებას მათ უფლებამოსილი პირები მისცემენ. ტრაგედიიდან მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, სადაც მოქალაქეები დაზარალებულთა დასახმარებლად აგროვებენ თანხას, პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქტს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში