ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს - შალვა პაპუაშვილი

04 აგვისტო 2023, 14:39 385 ნახვა

 

ყველა გადაუდებელი ამოცანა, რაც იყო შესასრულებელი გუშინ, სამაშველო სამსახურებმა შეასრულეს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხზე სპეკულირება არ შეიძლება.

"ვინაიდან ღამის გამო ფრენები არ ხორციელდება, ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ იმ ტერიტორიაზე და ვიცით, რომ დილიდანვე განხორციელდა მათი გადმოყვანა. ამიტომ, არ არსებობდა გუშინ რაიმე სამაშველო ღონისძიება, რომლის ჩატარებაც ვერ შეძლეს ჩვენმა სამაშველო სამსახურებმა. ეს არის მთავარი. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ხელშეკრულება დადებულია, შეძენილია და მოხდება მათი მოწოდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ეძებენ.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაშველებს, 210 ადამიანი უვნებლად იყო გამოყვანილი ამ საშინელი ტერიტორიიდან და ისინი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, რაც ეს კატასტროფა მოხდა, იქ მუშაობდნენ და დილიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვეძებთ, 36 ადამიანი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი. ერთი მხრივ, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები და ამავე დროს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა იქ, სადაც მიწითაა დაფარული, ინახოს, თუ არის იქ ვინმე ჩარჩენილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი