კურორტ შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

03 აგვისტო 2023, 17:56 627 ნახვა

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

"ენერგო- პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

მათივე განცხადებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

"ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები"- აცხადებენ "ენერგო-პრო-ჯორჯიაში".

კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი