საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მომნიშვნელი, მცურავი სანავიგაციო ნიშანი, ახლით ჩაანაცვლეს. ნიშანი 3 წელია არ განახლებულა და ამორტიზებული იყო. სამუშაოებში ჩართული იყო ჰიდროგრაფიული კატარღა და სხვა მცურავი საშუალებები. სამუშაოები თურქეთის მხარესთან კოორდინირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა განახორციელა.