პროტესტი ბათუმში

02 აგვისტო 2023, 20:00 982 ნახვა

ტბელ აბუსერიძის 38 ნომერში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს ამ კორპუსის მოსახლეობის ნაწილი. მათი განცხადებით, კორპუსის ერთ-ერთი მობინადრე საკუთარი სარესტორნო ბიზნესის გაფართოების მიზნით,  მეზობლების თანხმობის გარეშე, სარდაფში აწარმოებს სამუშაოებს, ანგრევს საყრდენ კედელს და ფასადის  ნაწილზე გეგმავს კარის გაჭრას, რაც კორპუსის  მდგრადობას  საფრთხეს  უქმნის. საწინააღმდეგოს აცხადებს თავად მესაკუთრე. მისი ინფორმაციით, მშენებლობას მერიის ნებართვით აწარმოებს და არც უსაფრთხოების ნორმებს არღვევს. ამბობს, რომ კარი რესტორნის სამზარეულოს საევაკუაციოდ სჭირდება და პროტესტით ამ სამუშაოებს  მეზობლები აფერხებენ. გარდა ამისა მიუთითებს კორპუსის მაცხოვრებლების  მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ სამუშაოებზეც. მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ობიექტის მეპატრონემ შესაბამისი ნებართვა წარმოადგინა და ახლა ინსპექცია სწავლობს ობიექტზე სამუშაოები ნებართვის შესაბამისად  მიმდინარეობს თუ არა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი