აბიტურიენტის პროტესტი 

02 აგვისტო 2023, 14:01 637 ნახვა

შიმშილობა დაიწყო იმ აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა", სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ "გამოცდების ეროვნული ცენტრი" არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კერძოდ, არ ნიშნავს დამატებით ტესტირებას იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. "28 ივლისს მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით, თუმცა 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ 25 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გეგმიური დამატებითი გამოცდის ჩატარება არ ათავისუფლებს ცენტრს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებითი გამოცდის ჩატარების ვალდებულებისაგან. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

შეფასებებისა და გამოცდების ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი