პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

02 აგვისტო 2023, 14:47 1066 ნახვა

პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3 პროცენტი მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი