დღეს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე მონტენეგროს დაუპირისპირდებიან

02 აგვისტო 2023, 12:35 1462 ნახვა

დღეს საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 ხელბურთელი ითამაშებს.

პლანეტის პირველობაზე თემურ ქამადაძე (მეკარე), ნიკოლოზ შერვაშიძე (გამთამაშებელი), ანრი აბულაძე (მარცხენა გარემარბი კუთხე) და ნუგზარ ტარიელაძე (მარჯვენა გარემარბი კუთხე) იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების განრიგი:

  • მონტენეგრო - საქართველო 2 აგვისტო 21:30;
  • საქართველო - ნორვეგია 4 აგვისტო 19:30;
  • ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო 5 აგვისტო 19:30.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი