საქართველო და მისი მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ძლიერ ეკონომიკასთან, ძლიერ სახელმწიფოსთან ჩინეთთან ჩამოგვეყალიბებინა სტრატეგიული თანამშრომლობა - თორნიკე რიჟვაძე

01 აგვისტო 2023, 21:55 1126 ნახვა

,,ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ნახა ნამდვილად ისტორიული ვიზიტი ბატონი პრემირ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთში, რომელიც დღეს უკვე ყაზახეთში გრძელდება. ეს გახლავთ ნამდვილად ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივა გამოიკვეთა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ძლიერ ეკონომიკასთან, რომელსაც წარმოადგენს ჩინეთი. ნამდვილად მისასალმებელია, დახვედრის მომენტიდან შეხვედრების განმავლობაში ყველანი კარგად ვხედავდით იმ ძალიან დიდ პატივისცემას, დაფასებას, რომელსაც ჩინეთი გამოხატავდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მეთაურის და მთლიანად, დელეგაციის მიმართ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით გარღვევის მნიშვნელობის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც არის ჩინეთი, ღიად ადასტურებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და ეს ურთიერთობის ნიშნული ნამდვილად ავიდა უკვე სტრატეგიულ თანამშრომლობის განზომილებაში.

,,აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, მთლიანად დელეგაციის შემადგენლობას ვინაიდან თქვენ იცით, რომ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შეთანხმება ჩინურ მხარესთან, კერძოდ, სიჩუანის პროვინციასთან, 80 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის პროვინციაა. საქართველო და მისი მთავრობა ახორციელებს ძალიან თანმიმდევრულ, სტაბილურ საგარეო პოლიტიკას, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც დასავლეთ ნახევარსფეროში გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული პარტნიორი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ვაგრძელებთ ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენ, ჩვენს დონეზეც ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამ ყველაფერთან ერთად, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ძლიერ ეკონომიკასთან, ძლიერ სახელმწიფოსთან ჩინეთთან ჩამოგვეყალიბებინა ამ მნიშვნელობის და ამ დონის სტრატეგიული თანამშრომლობა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი