უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უპილოტო ნავით შეტევა სცადეს რუსეთის სამოქალაქო სატრანსპორტო გემზე - რუსეთის საგარეო უწყება

01 აგვისტო 2023, 17:37 875 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამი უპილოტო ნავით შეტევა სცადეს რუსეთის სამოქალაქო სატრანსპორტო გემზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსული ხომალდი თავდასხმის მცდელობის დროს ბოსფორის სრუტისკენ მიემართებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამოქალაქო გემის თანმხლებმა ხომალდებმა უკრაინული უპილოტო ნავები აღმოაჩინეს და გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი