პრემიერის ვიზიტი ყაზახეთში

01 აგვისტო 2023, 15:02 783 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში მთავრობის წევრები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ყაზახეთში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში