გრაჩ სეჩენიანის 120- წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა ნიკო კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში. წარმოდგენილი იყო მისი 47 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, სეჩენიანის პირადი ნივთები. ღონისძიება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.