ამ წუთებში ხმაური და დაძაბულობაა ბათუმის ნავსადგურთან. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პოლიციელების მიერ საგანგებოდ მოწყობილი ჯებირი გაერღვიათ და სანაპიროზე გასულიყვნენ, იმ ტერიტორიასთან უფრო ახლოს, სადაც სოჭიდან მომავალი საკრუიზო ლაინერი უნდა ჩამოდგეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ჩამოიყვანს.
სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. ამ წუთებშიც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ აქციის რამდენიმე მოქალაქე პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა დააკავეს თუ განარიდეს ეს პირები ჯერ უცნობია.
ჩვენ დეტალებს შს სამინისტროში ვარკვევთ.