"დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" და "საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა" - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საგრანტო პროგრამაზე.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა და საქართველოს პოპულარიზაცია.
განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 3 სექტემბრის ჩათვლით, შემდგომ კი კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს.