საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის პრეზიდენტმა.
შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ,,გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“ - ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა გააკეთა.