არქეოლოგებმა ქვედა ჩხუტუნეთში საწნახელი და მარან-საწნახელი აღმოაჩინეს

27 ივლისი 2023, 13:15 960 ნახვა

არქეოლოგებმა ქვედა ჩხუტუნეთში, კინტურეთის ნასოფლარზე საწნახელი და მარან-საწნახელი აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ნივთები სავარაუდოდ, მე-11,12 საუკუნეებს ეკუთვნის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პერიოდის მაჭახლის ხეობაში მევენახეობა-მეღვინეობა კარგად იყო განვითარებული.


სოფელი კინტურეთი მოსახლეობისგან მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მუჰაჯირობის დროს დაიცალა. ნასოფლარზე საწნახელების არსებობა ისტორიული წყაროებით დასტურდებოდა.

ხეობაში დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპედიცია ქართულ-ამერიკული საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყო.

საზაფხულო სკოლა ნიკო ბერძენიშვილისა და ჩეხეთის ოსტრავოს უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო და მასში ცხრა ქვეყნის 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი