საზღვაო ბიზნეს ფორუმი ბათუმში

27 ივლისი 2023, 11:08 750 ნახვა

სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! - ასე ჰქვია საზღვაო ბიზნეს ფორუმს, რომელიც ბათუმში იმართება. მისი მიზანია საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაცია, საზღვაო სექტორში დასაქმების საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოს როლის შეფასება და წინ წამოწევა. მხარეები განიხილავენ საზღვაო შრომის ბაზრის გამოწვევებს და მათი გადაწყვეტის გზებს.

ფორუმი ორ დღიანია. პირველი დღეს სრულად ეთმობა კონფერენციას და პანელურ დისკუსიებს, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ საზღვაო სექტორის აქტუალურ თემებს, როგორიცაა ციფრული მხარდაჭერა, გარემოს დაცვა, განათლების და დასაქმების მიმართულება. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შეხვედრები, რომლებზეც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გემთმფლობელები, ადგილობრივი რეკრუტორები და საგანმანათლებლო დაწესებულებები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

პროექტი - „ისწავლე დასაქმებისთვის!“ - ევროკოვაშირის დაფინანსებით ხორციელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში