კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით

26 ივლისი 2023, 14:55 638 ნახვა

ის, რომ სოჭიდან საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში ხვალ შემოვა, ამის შესახებ  ინფორმაციას ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი ავრცელებს.   

მედიასაშუალება იუწყება, რომ დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია.

ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში