მიხეილ ამაღლობელი 2007 წლიდან აღარ მსახურობს თავდაცვის ძალებში, სამსახურებრივ ვითარებაში მას არ მიუღია არანაირი დაზიანება - თავდაცვის სამინისტრო

26 ივლისი 2023, 14:24 513 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მცდარს უწოდებს თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, მიხეილ ამაღლობელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტრომ სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა.

„სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ეხმიანება სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას თავდაცვის ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, მიხეილ ამაღლობელთან დაკავშირებით, თითქოს სამინისტრომ სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება.

აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში