სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს სახლებს შეუსყიდიან 

25 ივლისი 2023, 15:00 588 ნახვა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ისინი კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ.

2022 წელს სააგენტომ სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 271 ოჯახს შეუსყიდა. 2023 წელს კი უსაფრთხო გარემოში 300-მდე ოჯახის განსახლებაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი