ქართველი მეზღვაურები უკვე რუმინეთში იმყოფებიან

24 ივლისი 2023, 19:42 447 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩართულია 24 ივლისს, ოდესის ოლქის რენის ნავსადგურში, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან AKOMENA 6 ქართველი მეზღვაურის რეპატრიაციის პროცესში. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილიც. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეზღვაურები უკვე რუმინეთის საზღვართან იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში  ქვეყანაში დაბრუნდებიან. საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში